მაიფრედი:“ მოტა იუვენტუსის პოტენციალს ვერ იყენებს“
იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა ჯიჯი მაიფრედიმ ტიაგო მოტა გააკრიტიკა.
„იუვენტუსს უდიდესი პოტენციალი ქვს, რომელსაც გუნდი ამ მომენტისთვის ვერ იყენებს.
„ტიაგო მოტამ სიტუაცია უნდა გამოასწოროს, საშუალო დონის გუნდსა და იუვენტუსს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, ტურინული გრანდის რიგებში ბევრ დროს არავინ მოგცემს.
„ალეგრის მსგავსად, მოტა თავისი ფეხბურთელების ინდივიდუალურ მახასიათებლებზე ზედმეტად დიდ ფსონს აკეთებს, იუვენტუსმა უფრო გუნდურად უნდა ითამაშოს.
„აღნიშვნის ღირსია კოპმეიენრსი, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, ტეუნმა არ იცის, თუ სად წავიდეს, ეს სწორედ მწვრთნელის პრობლემაა.“