TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლივერპული ილდისის ტრანსფერით ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ, იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის მიმართ ინტერესი ლივერპულმა გამოთქვა.

ბრიტანული გამოცემა CaughtOffside-ს ცნობით, სქაუზერები თურქ ტალანტს ვეტერანი მო სალაჰის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ.

სალაჰის მიმდინარე კონტრაქტი ლივერპულთან სეზონის ბოლოს იწურება და არ არის გამორიცხული, მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

წყაროს ინფორმაციით, ლივერპული 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 80-90 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგი არ იქნება…