TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელი:“ თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღე უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ მაისურის ტარების ღირსები ვართ“

მანუელ ლოკატელიმ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვინერვიულე თუ არა ბოლო წამებში ? არა, რადგან მაშინვე დავინახე, რომ გოლი ჯარიმის შემდეგ გავიდა და ვიცოდი, რომ ის არ ჩაითვლებოდა.

„ჩვენ დღეს მეტის გაკეთება შეგვეძლო, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, იუვენტუსი ალიბის და თავის გასამართლებელ საბუთებს არ უნდა ეძებდეს, ამ მაისურისთვის თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯებით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ რთულ სტადიონზე ქულის წაღება ცუდი შედეგი არ არის.

„თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღე უნდა დაამტკიცოს, რომ ამ მაისურის ტარების ღირსია და მიხარია, რომ ჩემი თითოეული თანაგუნდელი გუნდის წარმატებისთვის მოედანზე თავის მაქსიმუმს აკეთებს.

„პრობლემა გოლების მხრივ ? დღეს ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ გოლს არ ვუშვებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

error: დაცული კონტენტი !