იუვენტუსმა მენიანის მიმართ ინტერესი დაადასტურა
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა მილანის კარის დარაჯის მაიკ მენიანის აგენტთან მოლაპარაკებები განაახლა.
ტურინული გრანდი ფრანგი კიპერის გაფორმებას წარსულში უკვე ცდილობდა და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ის მიკელე დი გრეგორიოს შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.
წყაროს ცნობით, თუ მილანმა მაიკის გაყიდვა გადაწყვიტა, იუვენტუსი მის გაფორმებას ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
