კოლო მუანი იანვარში პსჟ-ს დატოვებს, იუვე მის სიტუაციას აკვირდება…
ფრანგული მედიის ცნობით, პსჟ-ს ფორვარდი კოლო მუანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პარიზული გუნდის დატოვებას გეგმავს.
L’Equipe-ს ცნობით, ფეხბურთელი პსჟ-ში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და იანვარში გუნდის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს.
წყაროს ინფორმაციით, ფრანგის ერთ-ერთი პოტენციური მსურველი იუვენტუსია, თუმცა ბიანკონერი მის გაფორმებას მხოლოდ იჯარით განიხილავს.