TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

საბატინი:“ მოტა იუვენტუსში შესანიშნავად მუშაობს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ იუვენტუსში ტიაგო მოტას სტარტი პოზიტიურად შეაფასა.

„ვფიქრობ, იუვენტუსის მიმართ გამოთქმული ყველა კრიტიკა ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

„გუნდში უამრავი ცვლილების მიუხედავად, მოტას გუნდი გასულ წლებთან შედარებით გაცილებით კარგ, სანახაობრივ, შედეგიან ფეხბურთს თამაშობს და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და იუვენტუსს განვითარების გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.

„უდინეზესთან და ლილთან მატჩებში იუვენტუსმა თავისი პროგრესი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და ვფიქრობ, მომდევნო თვეებში ჩვენ კიდევ უფრო კარგ, შეთამაშებულ გუნდს ვნახავთ.“