კობოლი ჯილი:“ მოტამ ბევრი რამ უნდა დაამტკიცოს, ილდისი ?…“
იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ SportItalia-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსის შანსები სერია ა-ში ? ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი ძალიან ადრეა. გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და ახალი პროექტი შენების პროცესშია, თუმცა ყველა ფაქტორის, მათ შორის ტრავმების გათვალისწინებით, გუნდს კარგი სტარტი აქვს.
„იტალიური დერბი ? როგორც იუვენტუსის ქომაგი, ამ შეხვედრისგან დიდი სიამოვნება მივიღე. არა ფეხბურთელების ხარისხით, არამედ გუნდის მენტალიტეტით, მონდომებითა და ბრძოლის სურვილით, რამაც საბოლოო ჯამში გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. ინტერის წინააღდეგ სან სიროზე 4-2-ზე ბრძოლის გაგრძელება ძლიერ მენტალობას მოითხოვს.
„არის თუ არა მოტა სწორი არჩევანი ? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებ, მინდა მაქს ალეგრის მადლობა გადავუხადო. მან ძალიან დიდი სირთულეების ფონზე მაქსიმუმი გააკეთა და მიაღწია იმ მიზანს, რაც გუნდის ხელმძღვანელობამ დაისახა, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზური იყო, ამასთან ერთად კი იტალიის თასიც მოიგო.
„მოტას რაც შეეხება, მან ბოლონიაში შესანიშნავი შედეგები აჩვენა, მაგრამ საშუალო დონის გუნდის გაწვრთნა და იუვენტუსის ხელმძღვანელობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ფაქტია, რომ მოტა ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა სპეციალისტია, მაგრამ მას ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს.
„რა მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს იუვენტუსმა ? როგორც ქომაგს, მე გამარჯვებული იუვენტუსის ხილვა მსურს, თუმცა რეალურად ამ მომენტისთვის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა გაინაღდოს, ევროპულ სარბიელზე კი მინიმუმ პლეი-ოფში უნდა გავიდეს.
„ილდისი ? ის გამორჩეული მახასიათებლებისა და პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. იუვენტუსის ქომაგები ხშირად ზედმეტად მომთხოვნები არიან, ნუ დაგავიწყდებათ, ის მხოლოდ 19 წლის არის და განვითარებისთვის დრო უნდა მივცეთ.
„სატრანსფერო ფანჯარა ? იუვენტუსმა იანვარში ბრემერის შემცვლელი უნდა გაიფორმოს, ამის გარდა კი, თუ ამის საშალებაა, გუნდს ვიცე-ვლაჰოვიჩი სჭირდება.“