TuttoJuve

Juve per sempre sarà

კამბიაზოს ტრანსფერით ინტერიც ინტერესდება

იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ინტერი იუვენტუსის უკანახაზელის ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ნერაძური კამბიაზოს ჩართვას დავიდე ფრატეზის ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ცდილობდა, მაგრამ მაშინ იუვენტუსმა იტალიელის გაყიდვაზე უარი თქვა.

დი ნატალეს თქმით, ინტერი ამჯერად კამბიაზოს ტრანსფერში ბრაზილიელი მცველის კარლოს აუგუსტოს ჩართვას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)