TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზასთან ერთად, რომა არტურის ტრანსფერზეც მუშაობს

იუვენტუსი და რომა ფედერიკო კიეზა-არტურ მელოს დუეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

იტალიური წყაროების ცნობით, მხარეები კიეზას თაობაზე უკვე შეთანხმდნენ, ტურინული გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ საერთო ჯამში 25 მილიონს მიიღებს, თუმცა ჯალოროსის პირველ რიგში თავად კიეზას დარწმუნება მოუწევს.

არტურს რაც შეეხება, ბიანკონერი ბრაზილიელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, ჯალოროსის კი მისი იჯარით აყვანის იმედი აქვს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.