TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიელინი:“ ილდისი გამორჩეული ტალანტია, ის იუვენტუსში უნდა დარჩეს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ ახალგაზრდა ტალანტის კენან ილდისის თაობაზე ისაუბრა.

„ილდისი გამორჩეული ტალანტის მქონე ფეხბურთელია, რომელსაც მე იუვენტუსში დარჩენასა და კონტრაქტის გახანგრძლივებას ვურჩევდი.

„ის ნელ-ნელა იუვენტუსისთვის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ხდება და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში კენანი კიდევ უფრო ბევრ სათამაშო დროს მიიღებს. მე მას იუვენტუსის აკადემიიდან მოყოლებული ვაკვირდები და ვიცი, ილდისს უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ ის უფრო სტაბილური უნდა გახდეს.“