კესი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანკ კესის იტალიაში დაბრუნება და იუვენტუსში თამაში სურს, მაგრამ ის ამ მომენტისთვის ტურინული გრანდის პრიორიტეტი არ არის.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს პირველ რიგში რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის დახურვა, ასევე მცველისა და ახალი კიპერის დამატება უნდა, რის შემდეგაც გუნდი ნახევარდაცვაზე გადაერთვება.
კესის მიმართ იუვენტუსის ინტერესი არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მისი გაფორმება გუნდის პრიორიტეტი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
