იუვე სალაჰის სიტუაციას აკვირდება
La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მოჰამედ სალაჰის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ტურინლი გრანდი ეგვიპტელი ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება და არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში მასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
სალაჰი ლივერპულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და ნებისმიერ მსურველს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება. პრობლემა 34 წლის ფეხბურთელის მაღალი ხელფასია, თუმცა მას ლუჩიანო სპალეტისთან რომაში მუშაობიდან მოყოლებული ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და არ არის გამორიცხული, იუვენტუსში თამაშს შემცირებული ხელფასით დათანხმდეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
