კაპელო:“ მილანმა კალულუს იუვენტუსში გაშვებით შეცდომა დაუშვა“
ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ მილანი პიერ კალულუს იუვენტუსში გაშვების გამო გააკრიტიკა.
„მილანმა ზაფხულში პიერ კალულუს იუვენტუსში გაშვებით სერიოზული შეცდომა დაუშვა. პიერი ტურინელთა რიგებში შესანიშნავად გამოიყურება, მილანში მისი გამოყენება როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე შეიძლებოდა, თუმცა ამის ნაცვლად გუნდმა როიალის გაფორმება გადაწყვიტა, რაც ჩემი აზრით საჭირო ტრანსფერი არ იყო.“
იუვენტუსს კალულუს გამოსყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს, ბიანკონერის მისი შენარჩუნება 14 მილიონი დაუჯდება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი დაემატება.