იუვე ლიონის ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ლიონის ფეხბურთელის რაიან ჩერკის ტრანსფერით ინტერესდება.
ედოარდო მეკას ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს და მისი გაფორმება იანვარში სურს.
ლიონს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, მათ სეზონის ბოლოს ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრებათ, ამიტომ იანვარში ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ და იუვენტუსი ამით სარგებლობაც ეცდება.
ჩერიკს ჯერჯერობით საფრანგეთის ძირითად ნაკრებში არ უთამაშია, ამიტომ იტალიის ნაკრები მის გადაბირებას ცდილობს და არ არის გამორიცხული, მისი იუვენტუსში ტრანსფერი ფეხბურთელის აძურის რიგებში მოხვედრის მთავარი ფაქტორი გახდეს.