კარნევალი:“ კოლო მუანის ტრანსფერზე ვმუშაობთ, დიბუ მარტინესი და ვლაჰოვიჩი ?…“
იუვენტუსის დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ ტურინული გრანდის სატრანსფერო საქმიანობაზე ისაუბრა.
„კოლო მუანი ? ჩვენ ამ თემაზე პსჟ-სთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ასეთი ტრნსფერების დახურვა მარტივი არასოდეს არის, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ.
„ახალი კარის დარაჯი ? დიბუ მარტინესი ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვს, მაგრმ ჩვენ სხვა სამიზნეებიც გვყავს. ჩვენ გილერმო ვიკარიოს და სხვა ფეხბურთელებსაც განვიხილავთ.
„მოლაპარაკებები ბოლონიასთან ? მირეტის ბოლონიაში ტრანსფერი მარტივი არ იქნება. ჩვენ ფაბიოს მიმართ ნდობას ვინარჩუნებთ, ამიტომ მის მარტივად დათმობას არ ვაპირებთ, ამ მომენტისთვის ფაბიოს გასაყიდად შესაბამისი წინადადება არ მიგვიღია.
„ლუკუმი ? ლუკუმი საინტერესო ფეხბურთელია, მაგრამ არა იმ პირობებით, რომელსაც ბოლონია ითხოვს.
„ვლაჰოვიჩი ? მასთან პირადად არასოდეს მისაუბრია. დუშანი ტოპ დონის ფეხბურთელია, მაგრამ ახლა ის ჩვენი პრიორიტეტი არ არის.
„ჩემი ახალი პოზიცია ? მე ბევრ ემოციას ვგრძნობ, მაგრამ პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვიცით, რომ წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველოდება, ჩვენ სიმშვიდე და მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, ჩვენ შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს, ეს დიდებული გუნდი ჩვეულ სიმაღლეზე დაბრუნებას იმსახურებს.
„მუჰარემოვიჩი ? მე ტარიკს კარგად ვიცნობ და ვიცი, თუ რამდენად ნიჭიერი ფეხბურთელია ის. ჩვენ ფეხბურთელის გამოსყიდვა 50-პროცენტიანი ფასდაკლებით შეგვიძლია და ამ თემას განვიხილავთ.
„მეკარე და ფორვარდი ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავია, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა, ჩვენ სრულიად გუნდის დონე უნდა ავამაღლოთ და სწორი გარემო შევქმნათ. ჩვენ მშვიდად უნდა ვიმუშაოთ, დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური მოთხოვნებია და ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ.
„ჩვენ რაიმე სახის ტრანსფერის დახურვის გადაუდებელი ვალდებულება არ გვაქვს, დრო საკმარისზე მეტია და ჩვენ ვეძებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც იუვენტუსის ფინანსურ და სპორტულ ასპექტებს დააკმაყოფილებენ.
„ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსის რიგებს შეუერთდება უნდა იყოს მზად, რომ ამ მაისურისთვის, ქომაგებისთვის და ტრადიციებისთვის ბოლო წამამდე იბრძოლოს, ჩვენ ამბიციურები ვართ და თითოეული ფეხბურთელისგან იმავეს ვითხოვთ.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
