TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის გეგმები მბანგულას თაობაზე შეიცვალა

გასულ კვირებში იუვენტუსიდან სამუელ მბანგულას წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ბელგიელი ტალანტის კარგმა თამაშმა სიტუაცია საგრძნობლად შეცვალა.

Calciomercato-ს ცნობით, თუ იუვენტუსი მბანგულას სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვდა, ახლა მისი გაყიდვა გუნდის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ რომელიმე გუნდი 30-35 მილიონს გადაიხდის.

მბანგულას მსურველები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ჰყავს, თუმცა ამ მომენტისთვის მის ტრანსფერზე აქტიურად არც ერთი მათგანი არ მუშაობს.

error: დაცული კონტენტი !