TuttoJuve

Juve per sempre sarà

მარტინესის ტრანსფერზე მუშაობას პირადად კარნევალი გეგმავს

ჯოვანი კარნევალი კონტინასას ბაზაზე ორშაბათს გამოცხადდება და სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას შეუდგება.

SportMediaset-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა ასტონ ვილას კარის დარაჯის დიბუ მარტინესის ტრანსფერის დახურვა იქნება.

იუვენტუსსა და არგენტინელ კიპერს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და კარნევალის საერთო ენის გამონახვა უშუალოდ ინგლისელებთან მოუწევს.

ასტონ ვილა დიბუს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მისი შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).