ჰეისენი:“ იუვენტუსში დაბრუნება ? გამორიცხული არაფერია“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა დინ ჰეისენმა, ვინც ბორნმუთის რიგებში შესანიშნავად გამოიყურება, მომავალში ტურინულ გრანდში დაბრუნება არ გამორიცხა.
„მომავალში ილდისთან ერთად თამაში ? ის და მუჰარემოვიჩი ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან და იმედი მაქვს, ჩვენ ერთად თამაშის საშუალება კიდევ მოგვეცემა.
„იუვენტუსში დაბრუნება ? გამორიცხული არაფერია, თუმცა ახლა ჩემი ყურადღება ბორნმუთში მაქსიმალურად კარგად თამაშზეა გადატანილი.
„იუვენტუსის დატოვების მიზეზი ? მე პირველივე დღეს მითხრეს, რომ გუნდი ჩემ გაყიდვას აპირებდა. მისტერ მოტასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ გუნდს ფული სჭირდებოდა, ამიტომ იუვეს ჩემი გაყიდვა მოუწია.“