TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი კოპმეინერსის, დევიდისა და ოპენდას გაყიდვას ითხოვს

ტეუნ კოპმეინერსი, ჯონათან დევიდი და ლოი ოპენდა ლუჩიანო სპალეტის გეგმებში აღარ შედიან და იტალიელი სეპციალისტი მათთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას არ აპირებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სპალეტიმ გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ლუჩიანო მომდევნო სეზონში აღნიშნული ტრიოს გამოყენებას არ აპირებს და გუნდს მათი გაყიდვა სთხოვა.

წყაროს ინფორმაციით, ჯოვანი კარნევალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ იმ ფეხბურთელების გაშვება იქნება, რომლებიც მწვრთნელის გეგმებში არ შედიან, რაც ბოლო წლებში წარუმატებელი სატრანსფერო პოლიტიკის ფონზე მარტივი ამოცანა არ იქნება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).