TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტის იუვენტუსში კიეზას დაბრუნება სურს

ფედერიკო კიეზას იუვენტუსში დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება.

ჯოვანი კარნევალის პოლიტიკა იუვენტუსში მეტი იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება იქნება და მისი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ფედერიკო კიეზა გახლავთ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კიეზას დაბრუნება პირადად ლუჩიანო სპალეტისაც სურს, იტალიელი სპეციალისტი ფედეს გაფორმებას იანვარშიც ითხოვდა და 28 წლის ფეხბურთელის დაბრუნებაზე არც ახლა იტყვის უარს.

თავად ფედემ იუვენტუსში დაბრუნების სურვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად დაადასტურა, ამიტომ მასთან საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).