იუვენტუსის განაცხადი პსვ-სთან მატჩში
იუვენტუსმა პსვ-სთან მატჩის წინ გუნდის ოფიციალური განაცხადი გამოაქვეყნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდის განკარგულებაშია ანდრეა კამბიაზო, დუგლას ლუისი კი ტურინში დარჩება და ინდივიდუალურად მუშაობას გააგრძელებს.
ბრაზილიელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა სამედიცინო შტაბმა რისკზე წასვლა არ ისურვა და ის იუვენტუსის განკარგულებაში მომდევნო მატჩიდან დაბრუნდება.