ლუისი და კამბიაზო პსვ-სთან მატჩისთვის მზად არიან
დუგლას ლუისი და ანდრეა კამბიაზო პსვ-ს წინააღმდეგ გუნდის დახმარებას შეძლებენ.
ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ისინი ნიდერლანდელების წინააღმდეგ გუნდის განაცხადში იქნებიან.
Tuttosport-ის ცნობით, ლუისი შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს, კამბიაზოს ძირითადში ხილვის შანსი კი საკმაოდ დიდია.