იუვენტუსმა სალაჰთან მოლაპარაკებები დაიწყო
La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
ეგვიპტელი ფეხბურთელის გაფორმება უფასოდ იქნება შესაძლებელი, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასია.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს სალაჰის გასაფორმებლად რთული მოლაპარაკებები ელოდება, მაგრამ ტურინულ გრანდს იმედი აქვს, ლუჩიანო სპალეტის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება.
სალაჰი და სპალეტი ერთად რომაში მუშაობდნენ, მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, სალაჰი ხელფასის შემცირებას დათანხმდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
