ატლეტიკო სორლოთის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს ფენერბაჰჩეს სახით ალექსანდერ სორლოთის ტრანსფერში კონკურენცია გამოუჩნდა.
წყაროს ცნობით, ატლეტიკო ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს, ამიტომ გუნდებს შორის მოლაპარაკებები ამ მომენტისთვის ჩიხშია შესული.
სორლოთსა და იუვენტუსს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, მაგრამ იუვენტუსი ატლეტიკოს მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
