იუვენტუსი ძანიოლოს ტრანსფერით ინტერესდება
ნიკოლო ძანიოლო იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა.
ნიკოლომ გასული სეზონი იჯარის წესით უდინეზეში გაატარა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, იტალიელებმა ის გამოისყიდეს, თუმცა ნიკოლოს მიმართ ინტერესი დიდია და არ არის გამორიცხული, 26 წლის ფეხბურთელმა უდინეზე დატოვოს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ძანიოლოს ბრაჰიმ დიასის ალტერნატივად მოიაზრებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
