იუვენტუსმა დრაგუშინის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
იუვენტუსი ტოტენჰემის მცველის რადუ დრაგუშინის ტრანსფერზე მუშაობს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი დაცვის გასაძლიერებლად ტურინული გრანდის ერთ-ერთ სამიზნედ მოიაზრება.
წყაროს ინფორმაციით, მარკო ოტოლინიმ რუმინელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. იუვენტუსს სურს, დრაგუშინი ტრაიკ მუჰარემოვიჩის გაყიდვის შემდეგ მიღებული თანხით გაიფორმოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
