იუვენტუსი დიასის აგენტთან მოლაპარაკებებს მართავს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, გასულ საათებში ჯოვანი კარნევალისა და რეალის ფეხბურთელის ბრაჰიმ დიასის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო.
წყაროს ცნობით, მაროკოელი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნაა და ტურინულ გრანდს სურს გაიგოს, რამდენად რეალურია მისი ტრანსფერი.
დიასის პრიორიტეტი რეალში დარჩენაა, თუმცა თუ სიტუაცია შეიცვალა, მისი გაფორმების მთავარი კანდიდატი სწორედ იუვენტუსი იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
