ბრემერის გამოსასყიდი თანხის გადახდას არც ერთი გუნდი არ აპირებს
რომეო აგრესტის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იუვენტუსიდან გლეისონ ბრემერის წასვლა რთულად წარმოსადგენია.
ბრემერის სახელი გასულ კვირებს არაერთ გუნდს, მათ შორის ინგლისურ გრანდებს დაუკავშირეს, თუმცა წყაროს ცნობით, ბრემერის ასაკისა და ტრავმების გრძელი ისტორიის ფონზე, მისი გამოსასყიდი თანხის – 54 მილიონის გადახდას არც ერთი გუნდი არ აპირებს.
ლუჩიანო სპალეტი თავის მხრივ ბრემერის შენარჩუნებას ითხოვს, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იუვენტუსმა ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხის შემცირებას დათანხმდეს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
