კარნევალის მუჰარემოვიჩის დაბრუნება უნდა
კარნევალი სასუოლოს მცველის ტარიკ მუჰარემოვიჩის დაბრუნებას გეგმავს.
ბოსნიელი ფეხბურთელი სასუოლოს იუვენტუსიდან შეუერთდა, მის კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, ტურინული გრანდი მუჰარემოვიჩის გაყიდვის შემთხვევაში თანხის ნახევარს მიიღებს, რაც იუვენტუსს მისი გუნდში განახევრებული ფასის სანაცვლოდ დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კარნევალის მუჰარემოვიჩის უკან გამოსყიდვა უნდა, თუმცა ლუჩიანო სპალეტის საბოლოო თანხმობის მოლოდინშია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
