ფაჯოლის გუნდიდან წასვლა იანვარში რეალური ხდება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნიკოლო ფაჯოლის გუნდიდან წასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სულ უფრო რეალური ხდება.
წყაროს ცნობით, ფაჯოლი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში გუნდი მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
გამოცემის ცნობით, იუვე ფაჯოლის სანაცვლოდ, ვის მიმართ ინტერესს არაერთი ინგლისური გუნდი, ასევე პსჟ იჩენს, 30-35 მილიონი ევროს გამომუშავებას ეცდება.