იუვე ოსიმენის სანაცვლოდ 85 მილიონს იხდის…
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის სანაცვლოდ 85 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
ნიგერიელი ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონია, თუმცა ეს პუნქტი მხოლოდ არაიტალიური გუნდებისთვის არის აქტიური, ამიტომ იუვენტუსს ნიგერიელის გასაფორმებლად მეტი თანხის გადახდა მოუწევს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ნაპოლის ბონუსების ჩათვლით 85 მილიონს შესთავაზებს, რაზეც უარის თქმა ნაპოლის გაუჭირდება…