TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ვილას მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებს

იუვენტუსი დიბუ მარტინესის მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები გუნდებს შორის ჩიხშია შესული.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტურინული გრანდი 33 წლის კარის დარაჯის სანაცვლოდ მოთხოვნილი 10+ მილიონის გადახდას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, თუ ვილა მოთხოვნილი თანხის შემცირებას არ დათანხმდება, იუვენტუსი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.

თავად მარტინესს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს და ტურინულ გრანდთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).