გიოკერეში იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი შეტევის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატების ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ვიქტორ გიოკერეში იქნება.
Tuttomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდის პრიორიტეტი კვლავ ვიქტორ ოსიმენია, მაგრამ ნაპოლისთან საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იქნება, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლი მისი ალტერნატივების ძიებაშია.
წყაროს ინფორმაციით, სპორტინგი 26 წლის ფორვარდი სანაცვლოდ, ვის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 49 მატჩში 52 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა, 70-75 მილიონს ითხოვს.