TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი დევიდის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება

იუვენტუსს იმედი აქვს, ჯონათან დევიდი მსოფლიო ჩემპიონატზე პოზიტიურ სვლას გააგრძელებს, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის მიმართ არსებულ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი კანადელის 30 მილიონად გაყიდვას დათანხმდება, რადგან მის სანაცვლოდ მიღებული თანხა გუნდის ბალანსზე სრულად პოზიტიურად აისახება და შემდგომში იუვენტუსს ფულის უფრო თავისუფლად დახარჯვის შესაძლებლობას მისცემს.

დევიდს მსურველები მრავლად ჰყავს, თუმცა ამ მომენტისთვის პრობლემა მისი მაღალი ხელფასი – 6 მილიონი და ბონუსებია.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).