ბონჯორნო:“ იუვენტუსი ჩემი ტრანსფერით ინტერესდებოდა, თუმცა…“
გასულ ზაფხულს იუვენტუსი ტორინოდან ალესანდრო ბონჯორნოს გადმობირებას აქტიურად ცდილობდა, რაც თავად იტალიელმა ფეხბურთელმაც დაადასტურა.
„ზაფხულში იუვენტუსი ჩემი ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდებოდა, ისინი მე ნაპოლიზე ადრე დამიკავშირდნენ და ჩვენ მოლაპარაკებები გავმართეთ, მაგრამ მე ჩემს ისტორიას ვერ ვუღალატებდი.
„მე დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც ყველა ტორინოს ქომაგი გახლავთ, მე ეს ტიაგო მოტას ავუხსენი, ვისაც შესანიშნავ მწვრთნელად მივიჩნევ.“