იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის კოლო მუანის თაობაზე მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა რანდალ კოლო მუანის შენარჩუნებაზე მუშაობა უკვე დაიწყო და პსჟ-სთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში გამართავს.
ფრანგი ფორვარდის ტურინული კარიერა შესანიშნავად დაიწყო, მის აქტივში იუვენტუსის მაისურით ჩატარებულ 4 მატჩში 5 გოლია და გასაკვირი არ არის, რომ ბიანკონერის მისი შენარჩნება უნდა.
კოლო მუანიმ თავად დაადასტურა (იხილეთ აქ), რომ ტურინში ბედნიერია, რაც იუვენტუსს საქმეს საგრძნობლად გაუმარტივებს. იტალიელებს მისი იჯარის 1 წლით გახანგრძლივება უდნათ, ამჯერად მისი შემდგომში 40-45 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.