ბოლონიას მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი დაცვის ხაზის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატების ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ბოლონიას უკანახაზელი სემ ბეუკემა იქნება.
26 წლის ნიდერლანდელი როსობლუს რიგებში კიდევ ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს და Calciomercato-ს ცნობით, ის ტიაგო მოტას ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.
ბეუკემას მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, თუმცა ტიაგო მოტას ფაქტორი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ბოლონია მის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს.