კოლო მუანი:“ იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ…“
იუვენტუსის ფორვარდმა რანდალ კოლო მუანიმ ტურინში გატარებული პირველი კვირები შეაფასა.
„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, მე აქ ძალიან ბენდიერი ვარ. იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ძალიან შესანიშნავად დამხვდნენ. ვესაუბრე მწვრთნელს, კაპიტანებს, ჩემს ახალ თანაგუნდელებთან თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
„სხვაობა ლიგა 1-სა და სერია ა-ს შორის ? სხვაობა ძალიან დიდია, აქ გაცილებით მეტი მუშაობა, სირბილი და ბრძოლა გიწევს, იტალიური ფეხბურთი გაცილებით ტექნიკური და ტაქტიკურია.
„ვიმეორებ, მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, პოზიტიური სტარტი გაგრძელდება.“