TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰანცკოს იუვენტუსში ტრანსფერი გადაწყვეტილია

Tuttomercato-ს ინფორმაციით, დავიდ ჰანცკოს იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, გუნდებს შორის 27 წლის მცველის ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც სლოვაკი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

ჰანცკო იუვენტუსთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

error: დაცული კონტენტი !