TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იტალიანო:“ ვლაჰოვიჩი მსოფლიო დონის ფორვარდია, იუვესთან ურთულესი მატჩი გველოდება“

ბოლონიას მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

ტიაგო მოტას პრეს-კონფერენცია იხილეთ აქ.

„იუვენტუსი ყოველთვის იუვენტუსია, სიტუაციას კი ისიც ართულებს, რომ ისინი სახლში თამაშობენ, ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად რთული შეხვედრა გველოდება წინ.

„ტურინელებს შესანიშნავი შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავთ, ამიტომ ჩვენ თითოეულ დუელსა და ეპიზოდში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

„ვლაჰოვიჩი ? ის მსოფლიო დონის ფორვარდია. მე გამიმართლა, რომ მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. დუშანი ყოველთვის მოტივირებულია და ეჭვგარეშეა, რომ ის სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის.“

error: დაცული კონტენტი !