TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ აჯიჩი, ვლაჰოვიჩი და სავონა ბოლონიასთან მატჩისთვის მზად არიან“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ბოლონიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენს ქომაგებს მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ რამდენიმე საშინაო მატჩი გველოდება და ქომაგები ძალიან დიდ როლს ითამაშებენ.

„ბოლონია ? ეს ძლიერი გუნდია, მათ ვერიკალურად თამაში და პრესინგი კარგად გამოსდით, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„სკუდეტო ? ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა თითეული მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მომზადება და მოედანზე ჩვენი საუკეთესო თამაშის ჩვენებაა. თუ სხვები ფიქრობენ, რომ იუვენტუსი სკუდეტოსთვის ვერ იბრძოლებს, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ამას ვერ გავაკონტროლებთ.

„ტრავმირებულები ? ხვალ დუშანი, აჯიჩი და სავონა დაგვიბრუნდებიან, მაკკენი, ნიკო, მილიკი, ბრემერი, კაბალი და ლუისი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩებიან.

„რამდენად მნიშვნელოვანია დუშანის დაბრუნება ? ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელის მწყობრში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მატჩი ჩემი გუნდის წინააღმდეგ ? მე ბოლონიას რიგებში 2 შესანიშნავი წელი გავატარე, სხვა არაფრის თქმა შემიძლია.“