ინტერი და იუვე ბოლონიას ფორვარდისთვის იბრძოლებენ
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი ბოლონიას ტალანტის სანტიაგო კასტროს ტრანსფერით ინტერესდებიან.
20 წლის ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, რითიც მან არაერთი ევროპული გრანდის, მათ შორის იუვენტუსის და ინტერის ინტერესი დაიმსახურა.
წყაროს ცნობით, ბოლონია არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.