იუვე ვესტ ჰემის ფორვარდით ინტერესდება
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი ვესტ ჰემის ფორვარდის ნიკლას ფულკრუგის ტრანსფერით ინტერესდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდი 31 წლის ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
გერმანელი ფორვარდი ვესტ ჰემს მიმდინარე წლის აგვისტოში შეუერთდა, თუმცა ინგლისურ გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა და მის აქტივში სულ 74 წუთია, ამიტომ იანვარში გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.