TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ჰანცკოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ფეიენორდის მცველის დავიდ ჰანცკოს ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად შეუდგა.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც 27 წლის უკანახაზელი იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გასამრჯელო კი 2.5 მილიონი და ბონუსები იქნება.

მოლაპარაკებები დაიწყო გუნდებს შორისაც. იუვენტუსს ფეხბურთელის იანვარში 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, რის სანაცვლოდაც 5 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი შემდგომში 30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

ფეიენორდი თავის მხრივ გარანტირებულ 35 მილიონ ევროს ითხოვს და ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.

error: დაცული კონტენტი !