TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ლუის ფელიპეს გაფორმებას სერიოზულად განიხილავს

იუვენტუსი იანვარში იტალიელი უკანახაზელის ლუის ფელიპეს გაფორმებას სერიოზულად განიხილავს.

ლაციოს ყოფილმა ფეხბურთელმა ალ-იტიჰადთან კონტრაქტი ახლახანს გაწყვიტა, ამიტომ მისი გაფორმება ტურინულ გრანდს სრულიად უფასოდ შეეძლება.

27 წლის ფეხბურთელს როგორც ცენტრში, ასევე დაცვის ფლანგზეც შეუძლია თამაში, რაც მას ტურინული გრანდისთვის მიმზიდველ კანდიდატურად აქცევს.