გატი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს ორშაბათს გააფორმებს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ფედერიკო გატი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.
წყაროს ცნობით, მხარეები ახალ ხელშეკრულებას ორშაბათს მოაწერენ ხელს.
გატი იუვენტუსში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი წლიური გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 2.7 მილიონ ევრომდე გაიზრდება.