იუვე ტომორის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში მილანის მცველის ფიკაიო ტომორის გაფორმებას ეცდება.
ტომორი პაულო ფონსეკას გეგმებში არ შედის, ის ხშირად სათადარიგოთა სკამზე რჩება, რის გამოც ფეხბურთელი უკმაყოფილოა და იანვარში გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ინგლისელის გაფორმებას პიერ კალულუს მსგავსი ფორმულით ეცდება: ძვირიანი იჯარა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.