ფიორენტინას ინტერესი კინის მიმართ სერიოზულია
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ფიორენტინა იუვენტუსის ფორვარდის მოიზე კინის ტრანსფერზე გააქტიურდა.
წყაროს ცნობით, იტალიელი ფორვარდის ხილვა იების რიგებში გუნდის ახალ მწვრთნელს რაფაელე პალადინოს სურს.
კინი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.