კალაფიორის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბოლონიამ რიკარდო კალაფიორის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა კიდევ უფრო გაზარდა.
წყაროს ცნობით, თუ აქამდე როსობლუ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვდა, ახლა ბოლონიას იტალიელი მცველის გაყიდვა 50 მილიონ ევროდ სურს.
სკირას ცნობით, იუვენტუსი კალაფიორის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, ბოლო პერიოდში კი ფეხბურთელის ტრანსფერზე არსენალი და ტოტენჰემი აქტიურობენ, რომელთათვის მოთხოვნილი თანხის გადახდა პრობლემა არ იქნება.