დ’ავერსა:“ იუვენტუსი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, წინ რთული მატჩი გველოდება“
ტიაგო მოტას შემდეგ (იხილეთ აქ), იუვენტუსი – ემპოლის მატჩის წინ კომენტარი მეტოქე გუნდის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ გააკეთა.
„ხვალ ჩვენ ურთულესი მატჩი გველოდება. მართალია იუვენტუსმა ბოლო 2 მატჩი წააგო, თუმცა მათი დაუფასებლობა სრული აბსური იქნებოდა, იუვენტუსი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, მათ რიგებში საუკეთესო ფეხბურთელები ირიცხებიან და ჩვენ საკუთარ თავებს მეტოქის დაუფასებლობის უფლება არ უნდა მივცეთ>
„იუვენტუსმა ახალი პროექტი დაიწყო, ახალი მწვრთნელის იდეებთან შეჩვევა მარტივი არ არის, თუმცა ბიანკონერი სეზონის სტარტიდან მოყოლებული საგრძნობლად განვითარდა. ჩვენ პოზიტიური შედეგისთვის მოედანზე ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს.“